პოზიცია:
გენერალური დირექტორი, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი
საქმიანობის მიმართულებები:
სისხლის სამართალი; ეკონომიკური დანაშაულები; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია; დაცვის სტრატეგიის შედგება; კორპორატიული გამოძიება; დანაშაულის პრევენცია
გამოცდილება:
10 + წელი
მისამართი:
ირაკლი აბაშიძე 36, 34 , თბილისი
Email:
bakhtadze@jgc.ge
გამოცდილება
პროფ. უშანგი ბახტაძე (PhD; MSc) ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის მეცნიერების მაგისტრი და სისხლის სამართლის დოქტორია. კომპანიის საქმიანობის ფარგლებში იგი კვლევითი საქმიანობითაა დაკავებული და საქართველოს რეალობაში პირველად, სისხლის სამართლის საქმეების კრიმინოლოგიურ ანალიზს გვთავაზობს, რაც კომპანიის იურისტებს დაცვის სწორი სტრატეგიის შერჩევაში ეხმარება. უშანგი ბახტაძის სპეციალიზაცია ძირითადად ეკონომოკურ დანაშაულებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობით შემოიგარგლება. უშანგი ბახტაძე აქტიურად არის ჩართული კომპანიის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო/ტრენინგ საქმიანობაში. უშანგი ბახტაძე სუხლან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის პროფესორი, რამდენიმე სხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი და მონოგრაფიის ავტორია. იგი ლექციებს კითხულობს როგორც ბაკალავრიატის, ისე, მაგისტრატურის საფეხურებზე.
უშანგი ბახტაძე მომსახურებას ქართულ და ინგლისურ ენებზე ახორციელებს.
განათლება
2013 – 2020 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორანტურა სისხლის სამართლის სპეციალიზაცია. ხარისხი: სამართლის დოქტორი
2012 – 2013 ოქსფორდის უნივერსიტეტი, კრიმინოლოგია და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი
2008 – 2010 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, სისხლის სამართლის სპეციალიზაცია. ხარისხი: სამართლის მაგისტრი
2004 – 2008 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი, სამართალი. ხარისხი: სამართლის ბაკალავრი