ჩვენ შესახებ

Jorbenadze & Gatserelia Counselors წარმოადგენს იურიდიულ კომპანიას, რომელიც საქმიანობს სამართლის სხვადასხვა დარგში. კომპანია აერთიანებს იურისტებს, რომლებსაც მდიდარი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება გააჩნიათ. დღესდღეობით კომპანიაში მუშაობს 15-ზე მეტი თანამშრომელი.

სრულად ნახვა
                   

საქმიანობის სფეროები

იურიდიული კონსულტაცია

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მრავალპროფილურ იურიდიულ კონსულტაციას. ჩვენი გუნდი მუშაობს როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით. ცალკეული სფეროების გათვალისწინებით, ჩვენ გირჩევთ, თუ რა არის უმჯობესი კონკრეტულ შემთხვევაში. კერძოდ, მიმართოთ სასამართლოს, აწარმოოთ მოლაპარაკებები, შეისწავლოთ ბიზნეს გარემო თუ სხვ.

წარმომადგენლობა სასამართლოში

წარმომადგენლობა ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში: ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ადვოკატებითა და პრაქტიკოსი იურისტებით, რომელთაც გამოცდილება გააჩნიათ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით წარმომადგენლობის კუთხით. ამ მხრივ, ჩვენი გუნდის ადვოკატები პირის ინტერესებს იცავენ როგორც სასამართლოში, ისე არბიტრაჟში. ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი გამოცდილება მოლაპარაკებებში წარმომადგენლობის კუთხით. ამ მხრივ, უკვე 20-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ჩვენი მარწმუნებლის (კლიენტის) სასარგებლოდ მოლაპარაკებები. მოლაპარაკების პროცესში უმეტესად ჩართულია ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მმართველი პარტნიორი, რომელიც გახლავთ სერტიფიცირებული მედიატორი და რომელსაც საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარების მდიდარი გამოცდილება გააჩნია.

დოკუმენტაციის მომზადება

ნებისმიერი ტიპის / სირთულის დოკუმენტაციის მომზადება: აღნიშნულში მოიაზრება როგორც ხელშეკრულების შედგენა, ისე კომპანიისთვის საჭირო საბუთების მომზადება (სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (წესდება და სხვ.), შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, განცხადებები საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისას, ლიცენზიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.). ჩვენს გუნდს სხვადასხვა ენაზე გააჩნია ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ქართული ენის პარალელურად, კომპანია საქმიანობას წარმართავს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ფრანგულ, ჩინურ და იტალიურ ენებზე.

საერთაშორისო დავები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის (ქ. სტრასბურგი) შესაბამისი სარჩელის მომზადება; მონაწილეობის მიღება (წარმომადგენლობა, მომზადება და სხვ.) საერთაშორისო სასამართლო თუ საარბიტრაჟო დავებში. ჩვენი გუნდის წევრებს, როგორც ექსპერტებს, 10-ზე მეტ შემთხვევაში აქვს სხვადასხვა საერთაშორისო დავაში მონაწილეობა მიღებული.

Outsourcing (მრავალპროფილური)

Outsourcing-ის ფარგლებში ჩვენი კომპანია თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, სრული იურიდიული მომსახურება გაუწიოს კონკრეტული ორგანიზაციისთვის. ამ მხრივ, ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება როგორც სრული სამართლებრივი მომსახურების გაწევის, ისე მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის კუთხით. მომსახურების გაწევა ხდება რამდენიმე ენაზე. ჩვენი კომპანია ასევე ახორციელებს Outsourcing-ის მომსახურებას მენეჯმენტისა თუ ბუღალტრული კუთხით.

ბუღალტერია და აუდიტი

ბუღალტერული და აუდიტორული საქმიანობა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ვუწევთ მომსახურებას სხვადასხვა ორგანიზაციებს. საქმიანობის განხორციელება ხდება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ, გერმანულ და საჭიროების შემთხვევაში, სხვა უცხო ენებზეც (მაგალითად, ჩინურ ენაზე და ა.შ.).

ჩვენი გუნდი

აკაკი გაწერელია

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

სერგი ჯორბენაძე

მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი, ადვოკატი

უშანგი ბახტაძე

მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი, ადვოკატი