JG Counselors-ი ქართული იურიდიული კომპანიაა, რომელიც თავის თავში თანამედროვე სამართლის პრაქტიკას, სამეცნიერო ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენციული გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამართლებრივი მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.
კომპანია აერთიანებს რამდენიმე ათეულ თანამშრომელს, რომლებიც მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან თითოეულ კლიენტსა და მათ ინტერესებზე. JG Counselors-ის საქმიანობა მოიცავს იურიდიული მომსახურების გაწევას მრავალი მიმართულებით: წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში, წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, წარმომადგენლობა მხარესთან ურთიერთობისას, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, იურიდიული კონსულტაცია, ე.წ. Outsourcing და სხვ.
JG Counselors-ი საქმიანობს სამართლის სხვადასხვა დარგში, რომელთაგან ნაწილში კომპანიის იურისტებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ექსკლუზიური გამოცდილება და განსაკუთრებული პროფესიული ავტორიტეტი აქვთ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი, პროფესიონალური დამოკიდებულება და გამოცდილება კლიენტთათვის მომსახურების საუკეთესო გარემოს ქმნის, რაც წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. ამავდროულად ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პროფესიონალები განსხვავდებიან. იმისათვის, რომ კომპანია წარმოდგენილი იყოს მაღალკვალიფიციური პერსონალით მათ მაქსიმალურად მოქნილი ყოველდღიური გარემო და კარიერული შეთავაზებები აქვთ. როგორი მიდგომაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პერსონალთან მოქნილობის კუთხით, ისეთივე მოქნილობით ვანაწილებთ მათ კლიენტების სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის JG Counselors-ის მენტალიტებს, რომელიც იურიდიულ სფეროში გამორჩეული სერვისის მიწოდების საწინდარია.
მოგებული საქმეები
კლიენტები, რომლებიც გვენდობიან
იურისტები
ეფექტიანობის მაჩვენებელი