პოზიცია:
გენერალური დირექტორი, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი
საქმიანობის მიმართულებები:
სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი; ხელშეკრულებების შედგენა; მედიასამართალი; სოციალური მედიის სამართალი; გამოხატვის თავისუფლება; საავტორო სამართალი
გამოცდილება:
10 + წელი
მისამართი:
ირაკლი აბაშიძე 36, 34 , თბილისი
Email:
jorbenadze@jgc.ge
გამოცდილება
დოქტ. სერგი ჯორებანაძე კერძო სამართლის სპეციალისტია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: სახელშეკრულებო, სანივთო, ვალდებულებით სამართალს. მას უდიდესი გამოცდილება აქვს ხელშეკრულებების შედგენასა და წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებში. გარდა კერძო სამართლისა, დოქტ. სერგი ჯორბენაძე, სამართლებრივ ბაზრისთვის უიშვიათესი სფეროს – მედიასამართლისა და სოციალური მედიის სამართლის ექსპერტია. დოქტ. სერგი ჯორბენაძე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით, ასევე, რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იგი ლექციებს კითხულობს როგორც ბაკალავრიატზე, ასევე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. დოქტ. სერგი ჯორბენაძე არაერთი პუბლიკაციის, მონოგრაფიის ავტორი და სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორია.
დოქტ. სერგი ჯორბენაძე სამართლებრივ მომსახურებას გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ახორციელებს.
განათლება
2011 – 2016 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორანტურა კერძო სამართლის სპეციალიზაცია. ხარისხი: სამართლის დოქტორი
2009 – 2011 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, კერძო სამართლის სპეციალიზაცია. ხარისხი: სამართლის მაგისტრი
2009 – 2010 ბრემენის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა (LL.M.), კერძო სამართლის მიმართულება. ხარისხი: სამართლის მაგისტრი
2004 – 2008 ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი, სამართალი. ხარისხი: სამართლის ბაკალავრი
ენები
ქართული (მშობლიური), გერმანული (თავისუფლად), ინგლისური (კარგად)