მემკვიდრეობის მიღება არასრულწლოვნის მიერ
პრაქტიკაში ხშირად არ არის გასაგები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც არასრულწლოვანი პირი იღებს მემკვდირეობას, რა წესით უნდა იქნეს დაცული არასრულწლოვნისთვის დატოვებული სამკვიდრო ქონება? ოჯახის პატარა წევრები ხშირად ვერ აცნობიერებენ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობას. მაგალითად, როგორიცაა ნათესავების გარდაცვალება და აქედან გამომდინარე მემკვიდრეობის მიღება. მათი ასაკის გამო, ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ თავიანთი სამემკვიდრეო უფლებებით და ვერ
Read Moreპაციენტის უფლებები საქართველოში
ყოველი ჩვენგანი ერთხელ მაინც ყოფილა პაციენტი. თუმცაღა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ვივიწყებთ იმ უფლებებს, რასაც ვიძენთ სამედიცინო დაწესებულებაში ფეხის შედგმისას. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც მივდივართ გეგმიურ ან არაგეგმიურ ვიზიტზე ექიმთან და გვინდა საკუთარი ჯანმრთელობა რაც შეიძლება მალე ჩადგეს მწყობრში, ან თუნდაც შეწყდეს ის ტკივილი, რომლის გამოც მივმართეთ სამედიცინო მომსახურების გამწევს. სწორედ ამიტომ, ამ
Read Moreდოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტის სამართალში
სპორტში დოპინგის გამოყენება ერთი მხვრივ არის სპორტული ეთიკის დარღვევა, სპორტისა და სპორტსმენის იმიჯის შელახვა, მეორე მხვრივ კი იგი წარმოადგენს სერიოზულ რისკს სპორტსმენის ჯანმრთელობისთვის და საფრთხეს უქმნის მის უფლებას — იასპარეზოს სუფთა, პატიოსან და სამართლიან გარემოში. „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიზანია ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში ხელი შეუწყოს სპორტში დოპინგის
Read Moreარასრულწლოვანთა შრომითი უფლებები
შრომის უფლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებათა რიცხვს განეკუთნება, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლიც აღიარებს შრომის თავისუფლებას. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი არასრულწლოვანი დაინტერესებულია საკუთარი, დამოუკიდებელი „ჯიბის ფულის“ ქონით და ამ მიზნით ისინი საქმდებიან და იწყებენ სამსახურს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ ასეთი დასაქმებულების შრომა რეგულირდება განსხვავებულად, მათი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების სტადიის გათვალისწინებით. გარდა
Read Moreკონკურენციის რეფორმირებული კანონმდებლობა და კონცენტრაციების კონტროლი
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში 2020 წლის 16 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კონკურენციის კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტი[i] დაამტკიცა, რომლითაც ქართული კონკურენციის სამართალი მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს. დაიხვეწა კონკურენციის სამართლის ძირითადი ცნებები, აღმოიფხვრა „კონკურენციი შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი) არსებული არაერთი ტექნიკური ხარვეზი, ჩამოყალიბდა აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები და ა.შ. თუმცა, ამ რეფორმის ყველაზე გამორჩეულ ნაწილად უდავოდ კონცენტრაციების კონტროლის
Read Moreშეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის №ას-1199-1127-2015 გადაწყვეტილება პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. პირგასამტეხლოს მოთხოვნისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენით მიიღწევა, ის არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას. სასამართლო არის უფლებამოსილი შეაფასოს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამის უფლებას სასამართლოს აძლევს საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულება. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების დროს უნდა დაეყრდნოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს: ვალდებულების დარღვევის ხარისხს, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის 420-ე მუხლი ითალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. ამ დროს სასამართლო ეყრდნობა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შეუსაბამობის კრიტერიუმებია: ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწველ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. ავტორი: თამარ წულუკიძე
Read Moreრასიზმი სპორტში
ადამიანის უფლებებით ეფექტიანი სარგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, ყველას ჰქონდეს თავისუფალი ნება, განავითაროს და შეინარჩუნოს საკუთარი ფიზიკური, გონებრივი თუ მორალური ძალა. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის – იუნესკოს საერთაშორისო ქარტიის 1.1 მუხლით დაცულია ყველა ადამიანს ფუნდამენტური უფლება ჰქონდეს წვდომა ფიზიკურ აღზრდაზე, სპორტზე და ჩაერთოს სხვადასხვა სახეობის სპორტულ აქტივობებში დისკრიმინაციის
Read Moreმომხმარებელთა უფლებების დაცვა ევროკავშირში
„მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ დირექტივა (2011/83/EC) ადგენს მომხმარებელთა უფლებებს ევროკავშირის მასშტაბით. იგი აერთიანებს და ჰარმონიზაციას უწევს მომხმარებელთა ეროვნულ წესებს. მაგალითად, იმ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას, რომელიც მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ნივთის შეძენამდე და აგრეთვე, მომხმარებლის უფლებას, გააუქმოს ონლაინ შესყიდვა, მიუხედავად შესყიდვის განხორციელების ადგილისა ევროკავშირის მასშტაბით. ზემოაღნიშნული დირექტივის მეორე მუხლის მიხედვით, „მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წინამდებარე დირექტივით
Read More- 1
- 2