წიგნის პრეზენტაცია - სოციალური მედიის სამართალი

წიგნის პრეზენტაცია - სოციალური მედიის სამართალი

2019 წლის 19 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორისა და გენერალური დირექტორის, სერგი ჯორბენაძის წიგნის პრეზენტაცია. წიგნის სახელწოდებაა: სოციალური მედიის სამართალი. პრეზენტაციას დაესწრნენ აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები, ადვოკატები, მოსამართლეები, სტუდენტები და სოციალური მედიის სამართლით დაინტერესებული პირები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წიგნები დაურიგდა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.