უშანგი ბახტაძე

უშანგი ბახტაძე

უშანგი ბახტაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა სისხლის სამართლის განხრით.
მისი პრაქტიკული საქმიანობა ხუთ წელზე მეტს ითვლის. სამართლის დოქტორი (თსუ). იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი (MSc) კრიმინოლოგიის განხრით, ასევე სამართლის მაგისტრი საქართველოში (თსუ). პრაქტიკის პარალელურად, უშანგი ბახტაძე აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. იგი ექვს წელიწადზე მეტია ლექციებს კითხულობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. გარდა სისხლის სამართლისა, უშანგი ბახტაძე მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი) საქმის წარმოების კუთხითაც. ამ მხრივ, იგი ამზადებს სარჩელებს, დახმარებას უწევს დაინტერესებულ პირებს წარმომადგენლობაში და სხვ. უშანგი ბახტაძის სამუშაო ენებია: ქართული, გერმანული, ინგლისური.