სერგი ჯორბენაძე

სერგი ჯორბენაძე

სერგი ჯორბენაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა ბიზნეს სამართლის განხრით.
მისი პრაქტიკული საქმიანობა ათ წელზე მეტს ითვლის. იგი არის ასოცირებული
პროფესორი, სამართლის დოქტორი (თსუ), სამართლის მაგისტრი (ბრემენის
უნივერსიტეტი, თსუ). სხვადასხვა სფეროებიდან გამოსარჩევია მისი აქტივობა
სახელშეკრულებო, ადმინისტრაციული, ასევე მედიასამართლისა და სოციალური
მედიის სამართლის მიმართულებით. სერგი ჯორბენაძე აკადემიურ საქმიანობას ეწევა შვიდ წელზე მეტია. იგი უძღვება სალექციო კურსებს კერძო სამართლის, ასევე მედიასამართლის მიმართულებით. სერგი ჯორბენაძის სამუშაო ენებია: ქართული, გერმანული, ინგლისური.