
სტრატეგიული კომუნიკაციები სამართლებრივ ჭრილში
2019 წლის 26 ნოემბერს ჩვენი კომპანიის თანამხარდაჭერით გაიმართა ფორუმი სახელწოდებით: „სტრატეგიული კომუნიკაციები სამართლებრივ ჭრილში“. ფორუმზე განხილულ იქნა სტრატეგიულ კომუნიკაციებში გამოხატვის თავისუფლების როლი, არსებული პრაქტიკა, არჩევნები და პოლიტიკური მარკეტინგი, ასევე მედიამონიტორინგის საკითხი და სხვ. ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი, სერგი ჯორბენაძე. ფორუმი გაიმართა მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტებრიჯში“.
კომენტარები