ჩვენ შესახებ

Jorbenadze & Gatserelia Counselors წარმოადგენს იურიდიულ კომპანიას, რომელიც საქმიანობს სამართლის სხვადასხვა დარგში. კომპანია აერთიანებს იურისტებს, რომლებსაც მდიდარი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება გააჩნიათ. დღესდღეობით კომპანიაში მუშაობს 15-ზე მეტი თანამშრომელი.

ჩვენი კომპანია საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით. ამ მხრივ, ჩვენს ადვოკატებსა და პრაქტიკოს იურისტებს გააჩნიათ მდიდარი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასამართლოში წარმომადგენლობის კუთხით.

Jorbenadze & Gatserelia Counselors-ის მაპროფილებელი სამართლებრივი სფეროებია:

კომპანია საქმიანობას ახორციელებს როგორც საერთო სასამართლოებსა და არბიტრაჟში, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ქ. სტრასბურგი) წარმომადგენლობის კუთხით.

ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, კომპანია ასევე წევს ბუღალტრულ და აუდიტორულ საქმიანობას. ჩვენი გუნდი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საგადასახადო საკითხებზე მუშაობის კუთხით და ამ მხრივ გააჩნია მდიდარი გამოცდილება.

სისხლის სამართლის მიმართულებით კომპანია სამ წელიწადზე მეტია ახორციელებს რისკების შეფასების შესწავლას. აღნიშნული უპირატესად ესაჭიროება ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც საგადასახადო თუ სხვა საქმიანობასთან ერთად, სისხლისსამართლებრივ შედეგებზე იღებენ დეტალურ ინფორმაციას. ამით მათი ბიზნესი მეტად დაცლი ხდება შესაძლო დარღვევის თავიდან აცილების კუთხით.

კომპანიის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური, ჩინური და ასევე ცალკეულ შემთხვევებში, სხვა უცხო ენებიც (მაგალითად, კორეული, ესპანური, უკრაინული, თურქული და სხვ.).