დანაშაული არ არსებობს

დანაშაული არ არსებობს

წინამდებარე ბლოგი უფრო მოცულობითი სახით წარმოდგენილია ცალკე დოკუმენტად. მის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://drive.google.com/file/d/1Dp2aqOfBdJ9x2bAyRjs44ei2pKSj7Os8/view?fbclid=IwAR1OEGka8ae3h0T6lnrK42dBhXqT-zeBjXnI2cwL7whj93a9IKD6lBJEocE

დანაშაული, როგორც ცალკე განყენებული ობიექტი, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ქმედებები. ქმედებებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ განსხვავებულ სოციალურ გარემოში. დანაშაული არ არსებობს მანამ, სანამ ადამიანის ქმედებას არ მიეცემა სპეციალიზებული განმარტება ან მნიშვნელობა, რომელიც წარმოშობს გარკვეულ პროცესებს, რომელშიც სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი მოსამართლის მიერ დანაშაულად არ იქნება აღქმული ეს პრობლემური და არასასურველი ქმედება. დანაშაული არის მხოლოდ ერთ-ერთი სახელი, რომელიც შეიძლება არასასურველ ქმედებას ეწოდოს.