ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ ორგანიზებული სემინარი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ ორგანიზებული სემინარი

იურიდიული კომპანია JG Counselors-ის მმართველმა პარტნიორმა, პროფესორმა უჩა ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (Saïd Business School) მიერ ორგანიზებულ სემინარში, რომელიც ყალბი ახალი ამბების გავრცელებასა და მისი აღკვეთის შესაძლო გზებს შეეხებოდა.
სემინარს უძღვებოდა ლონდონის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, დენიელ ეფრონი. ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა დეზინფორმაციის გავრცელებისას გამავრცელებლების მოტივაციას, მათ მორალურ-ეთიკურ მხარეებსა და ამ ფენომენთან ბრძოლის საშუალებებს.