„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი: განხილვა

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი: განხილვა

იურიდიული ფირმა JG Counselors-ის მმართველმა პარტნიორმა – პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ და ამავე ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ აბუთიძემ მონაწილეობა მიიღეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში.
დისკუსია სასტუმროში „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“ ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების მონაწილეობით.
შეხვედრა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის „საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება“ მხარდაჭერით გაიმართა.