ერთობლივი ღონისძიება DWV-სა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად

ერთობლივი ღონისძიება DWV-სა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად

9 ივნისს იურიდიული კომპანია JG Counselors-ის, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება თემაზე „მონაცემთა დაცვა კერძო სექტორში“.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, ასოცირებული პროფესორი სერგი ჯორბენაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) აღმასრულებელი დირექტორი, თომას კიმმესვენგერი, ამავე გაერთიანების წევრი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სახელმწიფო ინსპექტორმა, ქალბატონმა ლონდა თოლორაიამ მოხსენება გააკეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და გამოყო ის საკითხები, რომლებიც კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მან მიმოიხილა ისეთი თემები, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ონლაინ/დისტანციური მომსახურების გაწევისას მონაცემთა დამუშავება, შრომითი ურთიერთობებისას მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა უსაფრთხოებასა და მომხმარებლების მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.